აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საჭიროების შესახებ საუბრობს.
"მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, მოხდეს სამოქალაქო პირების და დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან, სათანადო მკურნალობის არქონის გამო.
მოგვეცით საშუალება, გადავასვენოთ მებრძოლების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან გამომშვიდებება. შესაბამისი რეაგირებაა საჭირო იმ კრიტიკულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციასა თუ კანონს, მსოფლიოს თვალწინ ანადგურებს ადამიანებს," - აცხადებს მარიუპოლის მცველი.