დონეცკის მისადგომებთან ცხრა ქართველი დავიჭერით, ამ დროისთვის ყველანი კარგად ვგრძნობთ თავს, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS-ს "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკაასის" საბჭოს თავმჯდომარემ, ამჟამად კი უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრმა, ლადო გამსახურდიამ.
"შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგევართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია" ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს, ასევე მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: – "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ"– განაცხადა ლადო გამსახურდიამ.