ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაველ ლატუშკო მიიჩნევს, რომ ევროპაში ძლიერი პოლიტიკოსები არ არსებობენ. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ –უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ეუბნებოდა მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ერთი წლის შემდეგ ბელორუსიიდან დარჩებოდა საზღვრები მხოლოდ მსოფლიო რუკაზე და დროშა გაეროსთან.
"ევროპაში ძლიერი პოლიტიკოსები არ არსებობენ. ჩვენ ვერ ვხედავთ ლიდერებს, დიდი ბრიტანეთის ლიდერის ჯონსონის გარდა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. თქვენ იცით, ევროკავშირში 27 სახელმწიფოა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვავაში კონსესუსის მიღება, რამდენად რთულია, ჩვენ ვიცით უნგრეთის პოზიცია, ასევე ავსტრიის განსაკუთრებული პოზიცია, გერმანიაც კი, რომელიც საკვანძო ქვეყანაა ევროკავშირში აქამდე ყველთვის არ ქონდა ზუსტი და მკაფიო პოზიცია. ისევ და ისევ, ილუზია იმისა, რომ შესაძლებელია მოხდეს მოლაპარაკებებით შეთანხმება ლუკაშენკოსთან დროთადრო ევროკავშირის განწყობებში შეინიშნება, მაგრამ ასეთი განწყობები არ ჭარბობს. იმის თქმა მინა, რომ ევროკავშირის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების და შეთანხმების განწყობები ჯერ კიდევ არსებობს. ამბობენ, თუ ჩვენ მკაცრ სანქციებს გამოვიყენებთ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მაშინ ლუკაშენკოს რეჟიმი დასრულდება, ხოლო ბელარუსია სრულად იქნება "გადაყლაპული" პუტინის მიერ . ჩვენ ხომ სხვა კონცეფციაზე ვქადაგებთ, ერთი წლის წინ ვეუბნებოდი მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსებს, როგორიც არის ბატონი ბორელი და შარლ მიშელი, ერთი წლის შემდეგ ბელორუსიიდან დარჩებოდა საზღვრები მხოლოდ მსოფლიო რუკაზე და დროშა გაეროსთან. პრაქტიკულად დღეს ჩვენ ზუსტად ეს რეალობა გვაქვს. ერთი-ორი წლის განმავლობაში თუ ჩვენ, კიდევ ასეთ სუსტი რეაქცია გვექნება ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ ბელარუსია ისედაც გახდება რუსეთის ნაწილი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ კრემლში გაწერილია გეგმა მეზობლებთან მიმართებაში . რუსეთისთვის არც ბელორუსია, ბოდიში, არც საქართველო და არც ყაზახეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობს. პრაქტიკულად, პირველი მსხვერპლი ბელარუსია გახდა. საჯაროდ ამის შესახებ განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ოკუპირებული ვართ რუსეთის მიერ. ამას მსოფლიო თითქოსდა ვერ ხედავს, თითქოსდა დაბრმავდა, შემდეგი მოქმედებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, თუ რუსეთი უკრაინაში მოიგებს, რისიც მე არ მჯერა, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება საქართევლოს, ყაზახეთის და ბევრი სხვა სახელმწიფოების მიმართულებით." – განაცხადა ლატუშკომ.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებებლია აქ