
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 822 PCR ტესტით.

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გაზსადენის რეკონსტუქციის მიზნით, დღეს, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გაზის მიწოდება 3100 აბონენტს შეუწყდება.

გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ფუნქცია დაკარგა - ექვსი თვის დაგვიანებით რომ შემოვიდა, რას ეცეს ვერ მიხვდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში სამღვდელოებას 15-მდე პოლიტიკური პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა.

ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვას.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინები არც არსად გამქრალა და არც აღმოჩენილა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის „დელტა“ [ე.წ. ინდური] შტამის ცირკულირება 20%-მდე აღწევს. განცხადება მან დღეს გააკეთა.

Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 29%-ს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.

საქართველოს მოქალაქეებს covid-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიგინგზე ისაუბრა.