ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა , რომ აგვისტოს ბოლოს ქვეყანა "ფაიზერის" 400 000 დოზას ელოდება.
ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, მერე მეც დამპატიჟეთ და მეც წამოვალ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული რეგულაციებიმ კაცრად კონტროლირდება, ირღვევა წესები, ამიტომ კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 744 კვლევა ტესტით.