დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია ორსულებისთვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, უფასოდ აიცრან, მაგრამ ვინც არ აიცრება რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასასვლელად, საკუთარი ხარჯით გადაიხდის თანხას ტესტირებისთვის.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი ავადობა გვაქვს ქვეყანაში.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.