
ისრაელმა ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" იარაღის ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა. მიღებული დაზიანებებით ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის სავადმყოფოში მოათავსეს.

ევროკავშირმა კოვიდ - პასპორტების გაცემა დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.

ევროკავშირმა განაახლა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.

თბილისში პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტილია. მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე გუშინ განვითარდა.