Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 534 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 119 PCR ტესტით.
პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ჩასაკეტია, პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე და მიიღონ საჭირო ზომები, სწავლა უნდა იყოს დისტანციურად , ვინაიდან იანვარში მოსალოდნელია ვირუსის მეხუთე ტალღა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. გაბუნიას თქმით, ბავშვების აცრა პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, არსებული პროგნოზით, დაახლოებით, 650 000-დან 700 000-მდე აცრა უნდა იყოს ჩატარებული, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 60 ადამიანი.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირაში იმსჯელებს, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.