დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 20 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 090 036 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 103 141 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.8 %. სრულად ვაქცინირებულია 978 208 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.