ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში იმართება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს.
ვაქცინაციის პროცესს შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდა სატრანსპორტო მიმოსვლა ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამი ამცრელი პუნქტის მისამართებს ავრცელებს, სადაც მსურველ პირებს ვაქცინაცია რეგისტაციის გარეშე შეუძლიათ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვლილთა ზრდა.