ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატო მოწოდებულია დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ნატო ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო - 48 468 პირი გამოჯანმრთელდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ბრიტანელმა მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყონებლივ უნდა დატოვონ, ბრიტანეთიდან უკრაინაში გამგზავრებისგან კი თავი შეიკავონ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს.
სასტიკი მკვლელობა კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, მოტივი უცნობია, ასევე უცნობია დააკავეს თუ არა დამნაშავე სამართალდამცველებმა.
საქართველოს პრეზიდენტი მორიგი ინიციატივით მიმართავს საზოგადოებას - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ერთობლივი დოკუმენტის შექმნას სთავაზობს და ის ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის აპარატმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.