
სრულიად წარმოუდგენელია რასაც ეს ხელისუფლება სჩადის სააკაშვილის მიმართ. ვინ ხართ თქვენ საერთოდ, რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ? - ამის შესახებ საკუთარ "FACEBOOK" გვერდზე წერს პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში), სადაც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის მოწყობილებები შეაქვთ. ამის ამსახველ კადრებს TV პირველი ავრცელებს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენელი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) შედის. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

ყველაფრის იგნორირებით, ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, მობილობა კი 2%-ით გაზრდილია.

პენსიონერი, რომელიც წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

პარტია „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, პატრონის მიერ კომპანიონი ცხოველის მიტოვება შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 21 477 ტესტით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა.