
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებას არ ელოდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა, ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შევიდნენ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვან იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული. დოლიძე აღნიშნულ გეგმას “სახალხო იმპიტჩენტს” უწოდებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმარს – იუსტიციის სამინისტრო მიხედავს.

მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი - ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილშია აღნიშნული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.

მას შემდეგ, რაც მედიაში ქვეყანაში შესაძლო შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეკატერინე ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება.

ჩხოროწყუში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობას კარგავს: მას 27-დან 12 წევრი ეყოლება, ენმ-ს, „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიას კი ერთად, ჯამში, 15.