
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 10-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა.
მისივე თქმით, ყველა ის დაჯგუფება, რომელიც კიევის სამთავრობო კვარტალში შეღწევას ცდილობდა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მძლავრი ქსელის წყალობით, ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, მანამდე ბრიტანული გაზეთი The Times-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული ქვედანაყოფების სამი მცდელობა იყო, მოეკლათ ზელენსკი.
ზელენსკიზე “მონადირე” რაზმებს შორის სახელდებიან ჩეჩნური დაჯგუფებები და ასევე, კერძო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლები, რომლებიც სინამდვილეში კრემლს ექვემდებარებიან.