global distribution
გარე ავეჯი
საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ აზერბაიჯანელ სამხედრო ანალიტიკოს აგილ რუსტამზადესთან ინტერვიუს, რომელმაც რადიო "მაესტროს" მისცა. 
 
ბატონო აგილ, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მეთოთხმეტე დღეა რაც გრძელდება. როგორც სამხედრო ექსპერტი, როგორ აფასებთ უკრაინაში დღეს არსებულ მდგომარეობას? 
 
უკრაინაიში მიმდინარე ომმა, ასე თუ ისე სტაბილური სახე მიიღო, ამ დროისთვის მხარეების გადაჯგუფება მიმდინარეობს. ანუ, არცერთი მხარე საბოლოო უპურატესობას არ ფლობს. ამ დღეებმა დაგვანახეს, რომ რუსეთის ჯარმა საგრძნობი წინააღმდეგობა მიიღო უკრაინული მხარის მხრიდან. შესაბამისად, რუსეთის ჯარი გადაჯგუფებას დაიწყებს, რომ კიევზე მორიგი დარტყმა განახორციელოს. სამხრეთიდან რუსული ჯარის სამიზნედ მოხვდება ქალაქი ნიკოლაევი. აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრმა ექსპერტმა სტრატეგიულად არასწორი შეფასებები გააკეთა, როდესაც ამბობდნენ, რომ ასეთი უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი სამხედრო პოტენცილის მქონე რუსეთი, სამხედრო ავანტურაზე არ წავიდოდა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის სამხედრო ავანტიურა, ეს ოპერაცია დაწყებისთანავე მკვდარი იყო. თუ გახსოვთ, ერაყთან საბრძოლველად ამერიკასაც კი ესმოდა, რომ სამხედრო მოქმედებებს ის მარტო ვერ შეძლებდა, შესაბამისად, ერაყში ბრძოლებისთვის კოალიცია შეიქმნა. როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ომობს, იქ წარმატების მიღწევა ძალიან რთული ამბავია. კიდევ ერთელ ვიტყვი, ეს სამხედრო ავანტურაა,  რუსული მხარე ამ ავანტურიდან თავის დაძვრენის პროცესს დაიწყებს, ვფიქრობ, რომ ამას მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებით განახორციელებს. 
 
ის რომ ამ დღეების განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია საკუთარ მიზენებს, ვერ გამოუვიდა ბლიცკრიგის განხორციელება, ეს ხომ უკრაინის წარმატებაა? 
 
კი, შეიძლება უკრაინის წარმატებად ჩაითვალოს, ვინაიდან უკრაინელების მიერ კარგი თავდაცვითი ტაქტიკის წყალობით, რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს. უკრაინული ჯარის ასეთი წინააღმეგობის შედეგად წინ ვერ მიიწევს   რუსული არმია, მეტიც, მათი განადგურება ხორციელდება.  ამის დასტურია ამ დღეების განმავლობაში განადგურებული სამხედრო ტექნიკის შესახებ გავრცელებული კადრები. 
 
როგორ აფასებთ რუსეთის ჯარის მიერ წარმოებულ ტაქტიკას, რა ტიპის ომს აწარმოებს ის უკრაინაში? 
 
რუსეთი ძველი ტიპის ომს ახორციელებს, ამ ომის   ტაქტიკა და სტილი ჩეჩნეთის მეორე ომის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული 5 დღიანი ომის შესაბამისია. რუსეთის ჯარი მაღალი სიზუსტის იარაღს ძალიან მცირე რაოდენობით იყენებს. მაგალითისთვის გეტყვით, თანამედროვე ჯარს,  თუ ხარკოვში საგუშაგოს განადგურება ენდომება, უპილოტო თვითფრინავის მეშვეობით ან მაღალი სიზუსტის იარაღით დაარტყამს, ან სხვა სიზუსტის მქონე იარაღით მიაღწევს მიზანს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ჯარში არასაკმარისი იარაღია მაღალი სიზუსტის, ამ დროს რა უნდა გააკეთოს საარტილერიო ბრიგადის უფროსმა? ხსნის თავის ძველ რვეულს, სადაც წერია, რომ საგუშაგოს გასანადგურებლად საჭიროა 100 ჭურვი, რითაც  2 ჰექტარამე ტერიტორიას გაანადგურებს.  ამით ნათელია, თუ რა ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი. ძველი სტილით, არაფერი შეცვლილა!     
 
ანუ, ცენტრალიზირებული მართვის სისტემით აწარმოებს ომს? 
 
დიახ, მართალი ბრძანდებით, ეს არის რუსეთის ჯარის ძველი ტაქტიკა .ეს იმ კონცეფციის შესაბამისია, რომელიც 1939 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს სიღრმეში დარტყმების განხორციელებას. 
 
სამხედრო ექსპერტთა ნაწილი უკრაინის სამხერო პოტენციალის შეფასებისას აღნიშნავდა, რომ ყველაზე სუსტი მხარე მათი არის საჰაერო თავდაცვა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, რომ რუსული ჯარი სწორედ რომ საჰაერო დარტყმებს ახროციელებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი შეფასებით, რამდენ ხანს შეუძლია ასეთ ზეწოლას გაუძლოს უკრაინამ და ასევე გკითხავთ  ესქპერტების შეფასებით, უკრაინის ოკოპაციისთვის განკუთვნილი ძალების 90%-ი რუსეთმა უკვე გამოიყენა, თქვენ ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას?
 
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რუსეთმა საკუთარი ძალების 100% , რომელიც უკრაინის ოკუპაციისთვის იყო გამოყოფილი, უკვე გამოიყენა. რაც შეეხება ზოგადად პოტენციალს, რა თქმა უნდა, რუსულ ჯარს ეს პოტენციალი კიდევ გააჩნია. რაც შეეხება უკრაინის საჰაერო თავდაცვას, 14 დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარმა 127 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ეს უზარმაზარი დანაკარგია რუსული ჯარისთვის. შესაბამისად, ვერ დავეთანხმები ექსპერტთა იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემა სუსტია. აბა როგორ არის სუსტი? ნახეთ რას უშვება რუსულ თვითმფრინავებს! 
 
თქვენ იცით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ატომური ბომბის გამოყენების შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა. არის მოსალოდნელი, პროცესები აქამდე მივიდეს?
 
მე ვფიქრობ, რომ კრემლის დიდი სურვილის  შემთხვევაში მას შეუძლია ტაქტიკური ატომური იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. ტაქტიკური ატომური იარაღი კი მცირე სიმძლავრის არის და მხოლოდ 2-3 კვადრატული კილომეტრის რადიუსის განადგურებას გამოიწვევს.
 
და ბოლოს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ომი? 
 
ომი დაწყებულია პოლიტიკოსების მიერ და შესაბამისად, პოლიტიკოსებმა უნდა შეაჩერონ. რაც შეეხება სამხედრო ანალიზს, ამ ომმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა, რუსეთი ომს, როგორც გავლენის ინსტრუმენტს კარგავს. ბევრია საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ომის მეორე ფაზა დაიწყოს, აღნიშნულზე ვიტყვი, რომ თუ რუსეთმა დამატებით ძალების მობილიზაცია განახორციელა, მაშინ შეიძლება ეს მოხდეს. უბრალოდ, ასე გაგრძელება მუდმივად შეუძლებელია, ომი პოზიციური ომის სახეს მიიღებს, რაც არც რუსეთს და არც უკრაინას აწყობს. თუ შვიდი, სამი დღის განმავლობაში სიღრმისეული ცვლილებები არ მოხდა, როგორც გითხარით, ეს ომი საბოლოოდ ამოწურავს საკუთარ თავს. დააკვირდით, ომის მეორე ტალღაც გაიჭედა, რადგან ორივე მხარე ისეთ პოზიციებზე აღმოჩნდა, რომ ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს  გადამწყვეტი დარტყმის განხორციელებას, აქედან გამომდინარე  გარუკვეველი მდგომარეობაა შექმნილი. მაგრამ, კიდევ ერთელ ვიტყვი, როგორც სამხედრო ინსტრუმენტი რუსულმა შეჭრამ საკუთარი თავი ამოწურა. 
 
1549