
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებასა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირების პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ველზე მართავენ. მასში ასევე მონაწილეობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ.