ვოლოდომირ ზელენსკის საგარეო ურთიერთობათა მთავარმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ Bloomberg-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაა მზადაა მოლაპარაკებებისთვის და უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოდიოდეს მეზობელი ქვეყნებიდან.
მისივე თქმით, რუსეთთან “ნეიტრალიტეტის” მოთხოვნის შესახებ საუბარი შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ის მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს მისი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიის დათმობას ქვეყანა არ განიხილავს.
“ქვეყანა არ დათმობს მიწის არცერთ ინჩს”, - აღნიშნა ჟოვკვამ. ამასთან, ზელენსკის მრჩევლის თქმით, უკრაინა ღიაა ომის დიპლომატიური გზით დასრულებისთვის.
Bloomberg-ის თანახმად, ჟოვკვამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოდიოდეს მეზობელი ქვეყნების მხრიდან, თუმცა აღნიშნული საკითხი უფრო დეტალურად არ განუმარტავს.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთას შეხვედრას თურქეთში ხვალ გამართავს.