
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლს აქვეყნებს.

თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ მედიის წარმომადგენლებზე და დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტები. ამის შესახებ სიმონიშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებმა ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ლიდერი, ანი წითლიძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს უბნის ტერიტორიიდან.

ჩვენ გვყავს საელჩოს 26 გუნდი საქართველოს მასშტაბით და ისინი ძალიან განსხვავებულ მოვლენებს ხედავენ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

15 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 31.82% -ია, რაც 664 573 ამომრჩეველს შეადგენს.

“სამართლიანი არჩევნები” ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე ავრცელებს ცნობას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ხმა „ოპოზიციურ ცვლილებებს“ მისცა.