პუტინის რიტორიკა მნიშვნელოვნად ფრთხილი გახდა, ჩემი დაკვირვებით, როდესაც მათ დაიწყეს მათი აზრით სპეციალური სამხედრო ოპერაცია, გათვლა ჰქონდათ, რომ წარმატებას ძალიან მალე მიაღწევდნენ – ამის შესახებ, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის რომ, კიევი 3-4 დღეში იქნებოდა აღებული, რუსულ ჯარს ყვავილებით დახვდებოდნენ, როგორც განმანთავისუფლებელ ჯარს, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ და პირიქით საპირისპიროდ გამოვიდა.
"რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, პროგნოზირებად პერიოდში რა, როგორ იქნება არავინ იცის, სამხედრო წარმატება, რაღაც პერიოდში რუსეთის მხარეზე გადავიდეს, ესეც არ არის გამორიცხული. მაგრამ როგორც პუტინს უნდოდა ისე რომ არ წავიდა ეგ ნათელია, რის გამოც მან ტერმინი დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციის გამოყენება შეწყვიტა. მან ასევე მიატოვა უცნაური მიმართვების კეთება, როგორიც ქონდა საწყის ეტებზე უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომ მათ აეღოთ საკუთარ ხელში პროცესები და არ დამორჩილებულიყვნენ უკრაინის ხელისუფლებას. დიახ, პუტინი გახდა უფრო ფრთხილი და რეალისტური"– აღნიშნა გოზმანმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ