"სირცხვილიას" წევრის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას.
მოძრაობა "სირცხვილია" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პრემიერ ღარიბაშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს დრო დღეს 00:00 საათამდე აქვთ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ყველა ვადა უკან აქვს ჩამოტოვებული - რომც გაგვმართლებოდა და კანდიდატობა მიგვეღო, ესეც კი არ იქნებოდა საკმარისი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველა საშუალება არსებობს, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია.
რუსთაველის გამზირზე "შინ ევროპისკენ" აქცია ევროკავშირის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. აქციაზე სითყვით პირველი, მწერალი ლაშა ბუღაძე გამოვიდა.
ვადა, რომელიც საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, ამოწურულია.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. უკვე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.
პესკოვის თქმით, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს და დადგება მოლაპარაკებების ჯერი, რომლის გამართვამდე კიევს მოუწევს „რუსეთის პირობების გაგება“.
სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ამის გარეშე უმადლოა… ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას, სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.