
რუსი აგრესორების მიერ უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ბოროდიანკისა და მაკაროვის მიდამოებში რუსი დანაყოფების წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაცია განახორციელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერს, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს უკრაინის დასახმარებლად ფული გადარიცხოს. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა წერილი გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი ჯარისკაცი, რომელიც ომში იძულებით წაიყვანეს, მონაწილეობს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გაერთიანებული სამეფო გეგმავს, უკრაინა მოამარაგოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, „სტარსტრიკებით“ (Starstreak).

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მიმართავს და პარტნიორებს უკრაინის თავზე ცის დახურვისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში სამშობიარო სახლსა და ბავშვთა ჰოსპიტალზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოხდეს.

უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი იენინმა განაცხადა.