ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. უკვე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. სახალხო მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას, როგორ და რა მოთხოვნებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, სახალხო მოძრაობა ითხოვდა პრემიერის გადადგომას, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებდა.