ვადა, რომელიც საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, ამოწურულია. აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლა უკვე დაიწყეს.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. უკვე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. სახალხო მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
"ჩვენ არ ვენდობით, ქართულ ოცნებას, ჩვენ არ მივცემთ მათ მოტყუების საშუალებას და ვუპირისპირებთ ჩვენს პროტესს," – განაცხადა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ.