
ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 10-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებასა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის. ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება.

საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ აზერბაიჯანელ სამხედრო ანალიტიკოს აგილ რუსტამზადესთან ინტერვიუს, რომელმაც რადიო "მაესტროს" მისცა.

მე ვფიქრობ, რომ ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გაზეთთან Die Zeit-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვოლოდომირ ზელენსკის საგარეო ურთიერთობათა მთავარმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ Bloomberg-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაა მზადაა მოლაპარაკებებისთვის და უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოდიოდეს მეზობელი ქვეყნებიდან.

დმიტრო კულება ანტალიაში, მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში ცუდი არაფერია, მაკდონალდსის, კოკა-კოლას და პეპსის გასვლა პოზიტიურად იმოქმედებს, როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე რუსეთის მოქალაქეების ჯანსაღ კვებაზეც.