რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
თბილისსა და რეგიონებში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
რუსეთის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი კარასინი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს.
მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განათლების უწყებიდან აცნობეს.
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში „არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი“. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ ძალიან აფასებენ გაეროში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.