მდინარაძის განმარტებით, თუ ხალხის მხრიდან იქნება ძალადობა, პოლიცია ამას კანონის ფარგლებში უპასუხებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის შენობას წრე შემოარტყან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.
27-28 აპრილს საქართველოში პირველად, აბრეშუმის ქარხანაში, ვორქშოპების ფესტივალი იმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია მონაწილეობს.