კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის.
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ მიიღოს სამგზავრო დოკუმენტები, პასპორტები, რომლებიც რუსეთმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასცა. გადაწყვეტილება მიიღეს 540 ხმით, 6 წინააღმდეგ, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი სენაკთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა თხრილში ჩავარდა.
დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წლის განმავლობაში 1 880 დასაქმებული გაეთიშა. აღნიშნულ პერიოდში, საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.