გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ბათუმის აჭარაბეთ არენა ნარინჯისფრად განათდა.
„მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ – ამ სახელწოდებით თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს.
შეგვიძლია, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით, ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. შესაბამის მონაცემებს გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
ჩვენ ხელისუფლება, ყველა შტო ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს 12-პუნქტიანი გეგმა და ის დათქმები, რაც იყო, შესრულდეს, შემდეგ უკვე მოგვცემენ, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკური სამუშაოების დასრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ცხრა პირი მისცეს, რომელთაგანაც ორი ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელე იყო.
თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.
სირიაში ბოლო საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას, რომლებიც მუშაობენ სირიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად,- ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.