თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს, კამილა ჟაილაუბაევას შეხვდა.
ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩემთვის, მოვალეობა არსებობს იმის მიღმა, თუ ვინმე პეტიციას აწერს ხელს, ან უკმაყოფილებას სხვა ფორმით გამოხატავს, არასწორად ან სწორად ავრცელებს ინფორმაციას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ სიახლის მიზნებზეც ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ, გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. უცხოური ძალის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი არ არის ამერიკული FARA-ს მსგავსი - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა მედიასთან განაცხადა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება.
საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.