საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივლისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე 100-ე კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად.