იტალიის ცნობილ კურორტზე, კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ათზე მეტი ადამიანია დაკარგული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი.
27 ნოემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ითოვებს.
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს ავრცელებს, რომლითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხაშურის ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ფაქტსა და ასევე, თერჯოლაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „სადაკო – მშვიდობის ელჩი“ მოეწყო თბილისის მერიის მხარდაჭერით და სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკოს“ ორანიზატორობით სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „სადაკო – მშვიდობის ელჩი“ მოეწყო.
ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და მონაზონს თავს დაესხნენ, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ასევე, მონაზონზე სავარაუდოდ, სესუალურად იძალადეს.
ყაჩაღური თავდასხმა ცხრამუხის დედათა მონასტერში - არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს უცნობი პირი მონსატერში შეიჭრა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.