პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შპს „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია.
ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
„ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს, „ნუ დატოვებენ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას“.
შალვა პაპუაშვილი საპასუხო წერილს, სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან, - ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა.
ბორის აკუნინი, Facebook-ის პირად გვერდზე საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე პოსტს აქვეყნებს.
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.