
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვის თქმით, ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგაა, ომის ენით უნდა უპასუხონ. ამის სესახებ ის "ტელეგრამში" ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში კადიროვი განმარტავს, რომ ომი ისაა, რასაც მათ ბავშვობიდან ასწავლიან და რაც ყველაზე უკეთ იციან.
"ყველას, ვინც დღეს რუსეთის წინააღმდეგ ყეფს - მათ მხოლოდ ომის ენა ესმით. ჩვენ კი ომის ენა ბავშვობიდან ვისწავლეთ და შეგვიძლია ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და ყველაფერი",- ამბობს კადიროვი.