რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ოკუპანტმა ირპენში, იმ ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით საკუთარი ფოტო დატოვა. ამის შესახებ, რადას დეპუტატი თავად წერს და ოკუპანტის ფოტოსაც აქვეყნებს.
"ის ზედმეტად სულელი იყო იმისთვის რომ გაეგო, როგორ მუშაობს პოლაროიდი" - წერს გონჩარენკო.
არსებული ინფორმაციით, ფოტო ირპენის მცხოვრებმა საკუთარ ბინაში იპოვა, რომელიც მანამდე რუსებმა გაძარცვეს.